Patachou პორტუგალიური პრემიუმ საბავშვო მოდის სახლია, რომლის ისტორია ქალების სამი თაობის მიერ შექმნილ ოჯახურ მემკვიდრეობას ეფუძნება.
ბრენდი მადალენამ დააარსა. მის მიერ დაწყებულ საქმეს დღეს მისი ქალიშვილი, სოფია ფერეირა, და შვილიშვილი, მარტა სოუზა აგრძელებენ, ახალი ხედვით, თუმცა იმავე ღირებულებებისა და ტრადიციების ერთგულებით.

მარტა Patachou-ს სამყაროში გაიზარდა. ბავშვობიდანვე თან ახლდა დედას საერთაშორისო შეხვედრებსა და საბავშვო მოდის გამოფენებზე, აკვირდებოდა კოლექციების შექმნას და იზიარებდა იმ განსაკუთრებულ სიყვარულს, რომლითაც მისი ოჯახი თითოეულ მოდელს ქმნიდა. ოჯახურ კომპანიაში იგი 16 წლის ასაკში ჩაერთო და დღეს Patachou-ს მესამე თაობას წარმოადგენს.
პორტუგალიური ტექსტილის მდიდარი კულტურა, უმაღლესი ხარისხის ქსოვილები, დახვეწილი ნაქარგები და მაქმანები Patachou-ს განუმეორებელ ხელწერას ქმნის: კლასიკური ელეგანტურობისა და თანამედროვე სინაზის სრულყოფილ ბალანსს.
პორტუგალიაში დაბადებული Patachou დღეს საერთაშორისო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, პრესტიჟული მულტიბრენდული ბუტიკების საშუალებით არის წარმოდგენილი. მისი კოლექციები მოიცავს სამოსსა და აქსესუარებს ახალშობილობიდან 12 წლამდე და იყიდება ისეთ საერთაშორისო luxury სივრცეებში, როგორებიცაა Harrods, Childrensalon და Farfetch, მსოფლიო მოდის წამყვანი სახლების გვერდით.

Patachou-მ საკუთარი ხელწერა საერთაშორისო პროფესიულ სცენაზეც დაამკვიდრა: ფლორენციის Pitti Bimbo-დან, ლონდონის Bubble-სა და ნიუ-იორკის Children’s Place-მდე. ბრენდი წამყვან საერთაშორისო პარტნიორებთან ექსკლუზიურ კოლექციებს ქმნის, ხოლო მისმა დახვეწილმა დიზაინმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყურადღებაც მიიპყრო: Patachou-ს სამოსით პრინცესა შარლოტაც გამოჩნდა.
ეს არის ბრენდი, რომელმაც ოჯახური ტრადიცია საერთაშორისო წარმატებად აქცია და პორტუგალიური ოსტატობა მსოფლიო პრემიუმ საბავშვო მოდის რუკაზე გამორჩეული ხელწერით წარმოადგინა.
Patachou-სთვის საბავშვო მოდა მხოლოდ ბიზნესი არ არის. ეს არის ოჯახის ისტორია, ოსტატობის მემკვიდრეობა და სიყვარული, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
სამი თაობა, ერთი ოჯახური ტრადიცია და ბავშვებისთვის სიყვარულით შექმნილი მარადიული ელეგანტურობა.
