მთავარ შინაარსზე გადასვლა
უფასო მიტანა 150 ლარიანი შეკვეთიდან

ჩვენ შესახებ

Bicocca Baby Boutique იტალიური პრემიუმ საბავშვო ბუტიკია, დახვეწილი სივრცე, სადაც ევროპული სტილი, უმაღლესი ხარისხი და ბავშვობის სინაზე ჰარმონიულად ერთიანდება.

Bicocca-ს ისტორია ქართული წარმოშობის იტალიელი ქალბატონის ხედვით იწყება: ხედვით, რომელიც მილანურმა ცხოვრებამ და იტალიური სტილის მარადიულმა ელეგანტურობამ შთააგონა. სწორედ ამ შთაგონებით შეიქმნა საქართველოში, 2013 წელს, Bicocca, „პატარა სასახლე“ ბავშვებისთვის.

Bicocca-ს გამორჩეულ სამყაროს ევროპის წამყვან პრემიუმ საბავშვო ბრენდებთან მრავალწლიანი და სანდო პარტნიორობა ქმნის. ჩვენი სათუთად შერჩეული კოლექციები აერთიანებს დახვეწილ დიზაინს, უმაღლეს ხარისხსა და ბუნებრივ კომფორტს.

ჩვენი კოლექციები შექმნილია ბავშვებისთვის ახალშობილობიდან ხუთ წლამდე.

ჩვილი ნათლობის სამოსში

განსაკუთრებული დღეებისთვის, და იმისთვის, რომ ყოველი დღე განსაკუთრებული გახდეს.

Bicocca-ში წარმოდგენილია სადღესასწაულო და ნათლობის სამოსი, ელეგანტური ყოველდღიური მოდელები, ფეხსაცმელი, აქსესუარები და დახვეწილი საჩუქრები ახალშობილებისთვის.

2013 წლიდან Bicocca-სთან ერთად იზრდებიან ბავშვები და ოჯახები. მათი ნდობა და ერთგულება ქმნის ჩვენს ყველაზე ძვირფას მემკვიდრეობას: Bicocca-ს თაობას.

Bicocca

განსაკუთრებული დღეებისთვის, და იმისთვის, რომ ყოველი დღე განსაკუთრებული გახდეს.

ჩვენი პარტნიორები