ESCADA: ბრენდი, რომელმაც 1980-იანი წლების მსოფლიო მოდის ვიზუალური ენა ხელახლა განსაზღვრა.
იმ ეპოქაში, როდესაც ელეგანტურობა თავშეკავებულ ფერებთან ასოცირდებოდა, ESCADA-მ მოდის სამყაროში თამამი ფერები, მოულოდნელი კომბინაციები და თავდაჯერებული ქალურობა შემოიტანა. მან ფერი საკუთარ ხელწერად, ხოლო გამბედაობა ახალი ფუფუნების სიმბოლოდ აქცია.

ESCADA 1978 წელს მარგარეტა და ვოლფგანგ ლეებმა დააარსეს. მარგარეტა ლეის მოდის სამყაროში გამორჩეული გზა ჰქონდა: იგი Jacques Fath-ისა და Christian Dior-ის მოდელი იყო, პროფესიული განათლება კი სტოკჰოლმში, სამეფო კარის მკერავთან მიიღო. მისმა დახვეწილმა გემოვნებამ და დიზაინერის ხედვამ ESCADA-ს განუმეორებელი კოდები შექმნა: მდიდარი ფერები, ექსპრესიული პრინტები, დახვეწილი დეტალები და უმაღლესი ხარისხის ოსტატობა.
ქალის მიერ შექმნილი ESCADA თავიდანვე ძლიერი, თანამედროვე და დამოუკიდებელი ქალის იდეას გამოხატავდა. ეს თამამი ქალური ენერგია დღემდე ბრენდის არსად რჩება და ახალ თაობაში ESCADA Girls-ის საშუალებით გრძელდება.
ESCADA Girls მოდის სახლის საკულტო ესთეტიკას ბავშვურ სამყაროში ახლებურად აცოცხლებს. განსაკუთრებული ხარისხი და ოსტატობა, ცოცხალი ფერები, გამორჩეული პრინტები და დახვეწილი დეტალები ქმნის კოლექციებს გოგონებისთვის, რომლებიც საკუთარ ინდივიდუალობას თავდაჯერებით, თავისუფლებითა და ბუნებრივი ელეგანტურობით გამოხატავენ.


ყოველწლიურად ESCADA Girls ორ კოლექციას (Spring/Summer და Fall/Winter ხაზებს) წარმოადგენს, რომლებიც აერთიანებს მზა სამოსსა და აქსესუარებს.
საკულტო ფუფუნება ახალი თაობისთვის.
